ფინანსთა სამსახურის საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიკაციის ფაქტზე თენგიზ მეტივიშვილი დააკავეს, რომელიც ბოლნისში თავის კუთვნილ საამქროში კუსტარულად ამზადებდა და რეალიზაციას უკეთებდა ფალსიფიცირებულ უალკოჰოლო სასმელებს და მინერალურ წყალს „ბორჯომს".
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თ. მეტივიშვილის მიერ დამზადებული ლიმონათი და მინერალური წყალი ფალსიფიცირებულია, გარდა ამისა, მისი ორგანოსეპტიკური, ფიზიკოქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არ შეესაბამება სტანდარტით დადგენილ ნორმებსა და ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, შეცვლილი აქვს თვისობრიობა და უვარგისია მოხმარებისათვის. აღნიშნული სასმელების მიღება გარკვეული ასაკობრვი ჯგუფის ადამიანების ჯანმრთელობისათვის საშიშია.
სამართალდამცველებმა ბოლნისში არსებული კუსტარული საამქრო დახურეს და სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოიღეს.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.