დღეს, 9 მარტს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ ნინო ბარქაია, ეკა გელაშვილი, ლევონ გრიგორიანი, მაია ლელუაშვილი, თამარ მიდელაშვილი და თინათინ ალავიძე.
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტზე მონაწილეები შეასრულებენ შოპენის, ლისტის, დებიუსის და რახმანინოვის ნაწარმოებებს.
დასწრება თავისუფალია.