ხვალ, 9 მარტს, 18:00 საათზე, სამხატვრო აკადემიაში გაიხსნება აკადემიის ფონდებში დაცული, მსოფლიო შედევრების ასლების ლაბორატორიის ექსპონატების გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 52-მდე (ძველი ბერძნულ-რომაული, აღორძინების ხანის, და ძველეგვიპტური პლასტიკის) სკულპტურათა ასლები.
აღნიშნული კოლექცია, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, მხოლოდ პეტერბურგისა და თბილისის სამხატვრო აკადემიებს გადაეცათ.
გამოფენა ეძღვნება სამხატვრო აკადემიის 90 წლისთავს (აკადემია დაარსდა 1922 წლის 8 მარტს)