საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთობლივად უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ 2020 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა მიიღონ, - ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ ვარძელაშვილმა 8 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ოფიციალური განცხადება გააკეთა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთობლივად უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ 2020 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა მიიღონ. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით, საჭიროა სპორტული კონცეფციის შექმნა და პრეზენტაციის მომზადება. უახლოეს ორ კვირაში სტამბულში დაგეგმილ უეფა-ს კონგრესზე გადაწყდება, თუ როდიდან დაიწყება განაცხადების მიღება. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად წარადგენენ 2020 წლისთვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით განაცხადს,"-განაცხადა ვარძელაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აზერბაიჯანს იმიტომ შესთავაზა ერთობლივი განაცხადის წარდგენა, რადგან ცალ-ცალკე ჩემპიონატის მასპინძლობის შანსი უფრო მცირე იქნებოდა.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად და სწრაფად ჩატარდეს ის სამუშაოები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისთვის ქვეყანაში არის საჭირო. უეფა-ს კრიტერიუმები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. სავარაუდო ქალაქები კი, სადაც 2020 წლისთვის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება იქნება - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. ეს სამი ქალაქი ევროპის ჩემპიონატზის თამაშების გამართვისთვის მოთხოვნებს 2020 წელს სავსებით დააკმაყოფილებს", - განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.
უეფა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობას 2014 წელს გამოავლენს.
ლადო ვარძელაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს უფრო მეტი შანსი აქვთ, ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა ერთობლივად მიიღონ