ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ფიფა-კოკა-კოლას ყოველთვიური რეიტინგი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 74-ე პოზიციაზე იმყოფება.
რეიტინგში ჩვენი ნაკრების წინსვლაში თავისი წვლილი 29 თებერვალს, ალბანეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამარჯვებამაც შეიტანა. ამასთან, ავტომატურად ჩამოგვაკლდა ოთხი წლის წინ, ლატვიასთან წაგებული მატჩის შედეგიც. „ჯვაროსნებს", ამჯერად 462 ქულა აქვთ.
რაც შეეხებათ მომდევნო შესარჩევ ციკლში ჩვენს უშუალო მეტოქეებს, რეიტინგის უცვლელი ლიდერი და პირველადგილოსანია ესპანეთის ნაკრები (1561 ქულა). 938 ქულით, მე-16 პოზიციაზეა საფრანგეთის ნაკრები. ორი საფეხურით უკან დაიწია ბელორუსმა - 490 ქულა, 69-ე ადგილი; ხოლო ფინეთის ნაკრები 5 საფეხხურით დაქვეითდა და 84-ე პოზიციაზეა (412 ქულა).
მომდევნო თვის რეიტინგი 11 აპრილს გამოქვეყნდება.