ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, "ექსპო ჯორჯიას" (ყოფილი გამოფენა) მე-6 პავილიონში, საქართველოს ნარდის ასოციაციის ინიციატივით, ქართულ ნარდში ქალთა შორის ტურნირი ჩატარდება, რომელშიც, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ნებისმიერ მსურველ ქალბატონს შეუძლია ითამაშოს.
ტურნირის მთავარი პრიზი ოქროს კამათლებია, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა. ოქროს კამათლების გარდა, 30-მდე პრიზი გათამაშდება, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებმა დააწესეს. ცნობილი სახეებიდან, ტურნირში მონაწილეობას მომღერალი ეთერ კაკულია, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ცისანა მჭედლიძე, პარლამენტარი გურანდა ჯაბუა და სხვა ცნობილი ქალბატონები მიიღებენ.
ტურნირი, რომლის ორგანიზატორები არიან საქართვალოს ნარდის ასოციაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, 8 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება და ქართული წესებით ჩატარდება.