ანტალიაში თავდაცვის სამინისტროს რაგბის გუნდი „არმია" ორკვირიან შეკრებაზე იმყოფება. დღეს გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ჩემპიონი რუსეთის ჩემპიონს,"ენისეის" დაუპირისპირდა და პრინციპული თამაშის მოგება შეძლო. მოწინააღმდეგის კარში ლელო „არმიელებმა" მამუკა ნინიძემ და გიორგი კალმახელიძემ გაიტანეს.
„არმიელები" საქართველოში 15 მარტს დაბრუნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები