ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "აპოელი" ითამაშებს. გუშინ ორი განმეორებითი მატჩი გაიმართა ნიქოზიასა და ბარსელონაში. კვიპროსულმა გუნდმა უდიდეს წარმატებას მიაღწია: არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
პირველი მატჩი "აპოელსა" და "ლიონს" შორის ფრანგების მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. გუშინდელი მატჩის საწყის წუთებში მასპინძლებმა კარგად ითამაშეს და მე-9 წუთზე მანდუკამ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ორივე გუნდს არაერთხელ შეეძლო ანგარიშის შეცვლა, მაგრამ საბოლოოდ 1:0 და დაინიშნა დამატებითი ორი ტაიმი, რომელიც უგოლოდ დასრულდა. საფეხბურთო ლატარეაში, უფრო იღბლიანები კვიპროსელები აღმოჩდნენ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.
მეორე მატჩი ბარსელონაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი, გერმანულ "ლევერკუზენს" მასპინძლობდა. პიველი მატჩი, გერმანიაში, ესპანელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
"ბარსელონამ" მატჩი კარგად დაიწყო და 25-ე წუთზე ხავის გადაცემით,მესიმ ანგარიში გახსნა. სწორედ ამ გოლის შემდეგ დაიწყო არგენტინელი ვარსკვლავის ბენეფისი: ლეო მესიმ 43-ე, 50-ე, 58-ე და 85-ე წუთებზე კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში, ერთ მატჩში, 5 გოლი გაიტანა. მესის გოლებს, დუბლი მიამატა ახალგაზრდა ტელომ, ხოლო ბელარბიმ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოოდ 7:1.