დღეს, 8 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო "Holliday Inn"-ში გაიმართება მომღერალ ქეთი ფარესაშვილის, პოპულარული შვედი მესაყვრის ბიორნ ინგელსტამის და პროექტის პროდიუსერის - ანა რეხვიაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგება შემოქმედებითი ჯგუფი პროექტით "4 სეზონი". პროექტს გახსნის ბრაზილიური ჯაზური მუსიკის საღამო, რომელიც გაიმართება 9 მარტს Event Hall-ში, 20:00 საათზე.
კონცერტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი რადიო, ინტერნეტსამაუწყებლო კომპანია TRX7, ტურიტსტული კომპანია G GTI Travel, კომპანია "ნარცისი" და საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობა "ივერიელნი - თაობა საქართველოს მომავლისთვის".