14-15 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის სცენაზე სპექტაკლი "მარიამ სტიუარტი" იქნება წარმოდგენილი.
ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა.
მარიამ სტიუარტი საუკუნეების განმავლობაში აღელვებდა მამაკაცთა გულებს. იგი ყოველთვის დარჩება ქალურობის, შეუპოვრობის, უტეხი ნებისყოფის განსახიერებად. მონაწილეობენ მსახიობები: ნანუკა ხუსკივაძე, მარინა ჯანაშია, მურმან ჯინორია, ვანო გოგიტიძე, ლევან ხურცია, თენგიზ გიორგაძე, მარინა კახიანი, ზურა შარია,ზაზა ბარათაშვილი, კახა კუპატაძე,ნინო თარხან მოურავი, ეკა მინდიაშვილი, დარეჯან ხარშილაძე და ნანული სარაჯიშვილი.
"მარიამ სტიუარტის" პრემიერა რუსთაველის თეატრში შედგა 1997 წლის 29 მაისს.