10 მარტს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი "ფაუსტი" ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა ლალიაშვილმა განუცხდა, თეატრში სპექტაკლების სუბტიტრების ჩვენება პირველად მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა.
"სპექტაკლს ბევრი უცხოელი მაყურებელი დაესწრო. დიდი ინტერესის გამო მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლების სუბტიტრებით ჩვენება ყოველთვიურად გაიმართება", - განაცხადა მან.
იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი" თეატრალური სარდაფისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტია. რეჟისორია ლევან წულაძე.
სპექტაკლის ფაბულა ეფუძნება, მოხუცი ფაუსტის წარმატებების და წარუმატებლობების ამბავს, გრეთჰენის მიმართ მისი სიყვარულისა და ღალატის ისტორიას, ვნებებსა და განცდებს, რომელიც მის სიყვარულს თან ახლავს.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ქეთი ცხაკაია, კახა აბუაშვილი და ბესო ბარათაშვილი.