8 მარტს,19:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ნატო გელაშვილის შემოქმედებითი საღამო "თუკი სხვისი კარგით ხარობ ღმერთი არ დაგივიწყებს" გაიმართება.
ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხა აუტიზმით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობენ მერაბ სეფაშვილი; მაია ჯაბუა; ნეკა სებისკვერაძე; დუეტი ჯორჯია; დავით გომართელი; ეკა კვალიაშვილი; ნუკრი კაპანაძე და ნათია ფერანიძე. ანსამბლები: "ქართული ხმები"; "ალილო"; "ფორტე" და "თეატრალურის კვარტეტი".
ღონისძიება საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II - ის ლოცვა-კურთხევით ტარდება.