8 მარტს, 16.00 საათზე, თბილისში, დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში,"ჩვენი ფშავისა" და "პოეზიის მოყვარულთა კლუბის" ორგანიზებით, ასევე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, გაიმართება პოეტ ქალთა კონკურსის "ხვარამზეობა 2011" მეორე ეტაპზე გადასული 15 ლექსის ავტორის პოეზიის საღამო, სადაც მიწვეულნი არია პოეტი ქალები: ნინო ლარცულიანი, თამარ ლომიძე, ფიქრია ყუშიტაშვილი, დალი მუხაძე, მარიამ წიკლაური, ნატა ვარადა, ნინო იასაშვილი, ნინო სადღობელაშვილი, მაია მიქაია, ნინო ქადაგიძე, ლელა ცუცქირიძე, ნინო ქოქოსაძე, მაია გონჯილაშვილი, კატო ჯავახიშვილი.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები - დები ნაყეურები და შორენა ჩოლოგაური.
გამოიფინება პოეტი ქალების ახალი წიგნები და მათი ფერწერული ნამუშევრები. გაიმართება საგაზფხულო ფოტოკონკურსის "ფშავლის ქალა 2012" გამარჯვებული გოგონების დაჯილდოება.
სახალხო ზეიმი "ხვარამზეობა" პირველად .2011 წლის 21 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არტანში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ერთ-ერთი პირველი ქართველი პოეტი ქალის, ხვარამზეს პრემიის მოსაპოვებლად, პოეტ ქალთა შორის ერთი ლექსის კონკურსი პირველად ჩატარდა.