კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსს ლიტერატურული კონკურსის "გალას" მიერ დაწესებულ ნომინაციაში "წლის საუკეთესო კინოსცენარის" გამარჯვებულის გამოსავლენად.
კონკურსი კინოდრამატურგიის დონის ამაღლების, ზოგადად ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების წახალისების, მათი პოპულარიზაციის, ახალი სახეების გამოვლენის, წარმატებული პროექტების ხელშეწყობის მიზნით ტარდება.
კონკურსი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. სცენარის ჟანრი და თემატიკა შეუზღუდავია. სცენარი განკუთვნილი იქნება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის.
კონკურსის ორგანიზატორები არიან ლიტერატურული კონკურსი "გალა" და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.
საბუთები 10 მაისამდე მიიღება.