10 მარტს, 15:00 საათზე, იაპონური კულტურის თვის ფარგლებში კენ აისო (ვიოლინო) ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიის კამერულ დარბაზში მასტერკლასს ჩაატარებს, ხოლო 11 მარტს კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს.
კონცერტზე შესრულდება შუმანის სავიოლინო სონატა, მიაბის გაზაფხულის ზღვა, მ. დავითაშვილის პოემა, ა.ხაჩატურიანის ანდანტე სავიოლინო კონცერტიდან, დაკემიცუს ჰიკა, სტრავინსკის რუსული ცეკვა ბალეტიდან "პეტრუშკა", სარასატეს ბოშური მელოდიები. კონცერტმაისტერი ნათელა იაშვილი-პოლიტკოვსკაია.
ონცერტი ეძღვნება 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაზარალებულებს.
იაპონური კულტურის თვის ფარგლებში კენ აისოს კონცერტები კავკასიაში JTI Group of companies-ის მხარდაჭერით იმართება.