17 მარტს, 19:00 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში ფრანკოფონიის ფარგლებში ქართული წარმოშობის ფრანგი მომღერლი, ნათელა დავრიშაშვილი და ჯგუფი "ფიცვერცხლი" კონცერტს გამართავენ.
კონცერტზე მომღერლის პირველი ალბომის "50/50" პრეზენტაცია გაიმართება. მისი შემოქმედება ნახევრად ფრანგული და ნახევრად ქართულია. ქართული ფოლკლორის ფრანგულ მუსიკასთან შეზავებისთვის აუცილებელი იყო ქართველი მუსიკოსების უნიკალური დაკვრის სტილი. სწორედ ამიტომ, მისი პირველი ალბომი თბილისში ჩაიწერა. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ქართული ფოლკლორული ჯგუფი "ფიცვერცხლი", რომელმაც შექმნა ყველა ამ კომპოზიციის არანჟირება.
მომღერალი ნათელა დავრიშაშვილი წარმოშობით ქართველი, დაბადებულია პარიზში. ის ნოე ჟორდნაიას მთავრობის დროს იმიგრირებული პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ნოე ხომერიკის შვილთაშვილია. ნათელა დავრიშაშვილი დაბადებიდან ქართულ სიმღერებზეა გაზრდილი, თუმცა ეს სიმღერები მას ლევილიდან და პარიზიდან ახსოვს.
კონცერტი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართება.