ხვალ, 8 მარტს, 11:00 საათზე სასტუმრო "Holliday Inn" -ში გაიმართება მომღერალ ქეთი ფარესაშვილის, პოპულარული შვედი მესაყვრის ბიორნ ინგელსტამის და პროექტის პროდიუსერის - ანა რეხვიაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგება შემოქმედებითი ჯგუფი პროექტით "4 სეზონი", რომელსაც გახსნის ბრაზილიური ჯაზური მუსიკის საღამო, რომელიც გაიმართება 9 მარტს Event Hall-ში, 20 საათზე.
კონცერტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან, საქართველოს კულტურის სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი რადიო, ინტერნეტ სამაუწყებლო კომპანია TRX7, ტურიტსტული კომპანია G GTI Travel, კომპანია "ნარცისი" და საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობა "ივერიელნი-თაობა საქართველოს მომავლისათვის"
მასალის გამოყენების პირობები