მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სასწავლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იქნება.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მოხდება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სკოლების რეაბილიტაციაში.
სკოლების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტებს 20 მილიონი ლარი გადაეცემა.
მოეწყობა სასკოლო სასადილოები, ბიბლიოთეკების და ლაბორატორიები.