საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ჯგუფ "სახეს" წევრსა და კომპოზიტორ დათო ფორჩხიძეს 14 ათას დოლარად პეკინის გამზირზე 137 კვ/მ ფართი მიეყიდა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დათონ ფორჩხიძე აღნიშნულ ფართში საკუთარ მუსიკალურ სტუდიას განათავსებს.
იმავდროულად ფორჩხიძემ ვალდებულება აიღო, რომ სტუდიის მშენებლობისათვის 35 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და სტუდიაში 4 ადამიანს დაასაქმებს.