7 მარტს, მიხეილ მესხის საკონფერენციო დარბაზსი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალის კენჭისყრა გაიმრთა. გუნდები ასე დაწყვილდნენ: "ზესტაფონი" - "მეტალურგი" და "გაგრა" - "დილა"
ნახევარფინალების პირველი მატჩები 10 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო თამაშები კი 18 აპრილს შედგება.
დაგეგმილია, რომ საქართველოს თასის ფინალი 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დომენტი სიჭინავას განცხადებით, არაა გამორიცხული, ფინალი ქუთაისში შედგეს.