6 მარტს, ლონდონში, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს "არსენალი" და "მილანი" დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი რომელიც მილანში ჩატარდა, მასპინძელბმა მეტოქე დამაჯერებლად 4:0 დაამარცხეს. განმეორებით მატჩის წინ ცოტას თუ სჯეროდა სასწაულის, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითრდა.
მატჩის საწყისი წუთები მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მე-7-ე წუთზე ლონდონელებმა კუთხური მოაწოდეს და კოსცელნიმ ანგარიში გახსნა. გოლის შემდეგ "მილანმა" მატჩის დაწყნარება სცადა, მაგრამ ეს დიდი ხნით არ გამოუვიდა. ფლანგზე კარგად ითამაშა უოლკოტმა, რომლის ჩაწოდების შემდეგ ტიაგო სილვამ ბურთი ცუდად გამოიტანა, რომელიც მარტო მყოფ როსიცკის მიუვიდა და ჩეხმაც კარგად დაარტყა- 2:0. უნდა აღინიშნოს, რომ მილანი ნახევარდაცვაში ძალიან ცუდად თამაშობდა და ბურთსაც ხშირად კარგავდა. მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, კარგად ითამაშა ჩემბერლენმა, რომელიც საჯარიმოში აკრძალული ხერხით შეაჩერეს და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა. გუნდის კაპიტანმა, რობინ ვან პერსიმ ანგარიში 3:0 გახადა და "არსენალს" უკვე რეალური შანსი გაუჩნდა ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაეთანაბრებინა.
მეორე ტაიმი, განსხვავებულად პირველისა, "მილანის" უპიტარესობით დაიწყო. სტუმრები ბურთს კარგად ათამაშებდნენ და ნახევრადაცვაში ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ, თუმცა თავის მხრივ სახიფათო მომენტის შექმნასაც ვერ ახერხებდნენ. 59-ე წუთზე ფლანგზე კარგად ითამაშა ჟერვინიომ, რომლის დარტყმული, რიკოშეტის შემდეგ, აბიატიმ გაჭივებით მოიგერია, დამატებაზე კი ვან პერსიმ ცუდად დაარტყა და "არსენალმა" ანგარიში გათანაბრების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ამის შემდეგ "არსენალი" ფსიქოლოგიურად გატყდა და რეალური სხიფათო მომენტის შექმნა ვეღარ მოახერხა. მატჩის ბოლოს გოლის გატანა შეეძლო ნოჩერინოს, რომელმაც ცარიელ კარში პირდაპირ სჩესნის ჩაუგდო ბურთი ხელებში. საბოლოოდ, 3:4 ორი მატჩის ჯამში და მეოთხედფინალში "მილანი ითამაშებს.