7 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ანი და ნია სულხანიშვილების საფორტეპიანო დუეტი კონცერტს გამართავს.
კონცერტი პროფესორ ალექსანდრ იოხელესის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვება. პროგრამაშია ბრამსის, შოპენის, დებიუსის, რაველის და რახმანინოვის ნაწარმოებები.
ალექსანდრ იოხელესი მოღვაწეობდა 1912-1978 წლებში. 1946-1952 წლებში თბილისის კონსერვატორიაში იყო პროფესორი.