დღეს, 7 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია "მოდინახეში" ფოლკლორული საღამო გაიმართება. ფოკლორულ საღამოზე ეთნოსური ჯგუფის წარმომადგენლები ფოკლორულ მუსიკას და ცეკვას წარმოადგენენ.
2-7 მარტს, დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება "მრავალეროვანი თბილისი" ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ქალთა საბჭო და საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტი. მხარდამჭერი - ქ.თბილისის მერია.