საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ოთარ კორღალიძე დაინიშნა, რომელიც ასაკობრივ ნაკრებს მაისში დაგეგმილი ელიტრაუნდისთვის მოამზადებს და გუნდს ხორვატიაში წაიყვანს. მან აღნიშნულ პოსტზე, თბილისი დინამოს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი შეცვალა.
53 წლის სპეციალისტი ბოლოს რუსთავის "ოლიმპში" მოღვაწეობდა, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს კორღალიძე 19-წლამდელთა თავკაცად უკვე მუშაობდა.