6-დან 11 მარტის ჩათვლით, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი თავისუფალი სტილით და ქალთა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თითქმის უძლიერესი შემადგენლობით ჩაერთვება.
მთავარი მწვრთნელის, ზაზა თურმანიძის გადაწყვეტილებით, ოპტიმალურ შვიდეულს მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დააკლდება. ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეები, ყველა წონით კატეგორიაში, შეეცდებიან ლონოდნის ოლიმპიადისთვის ლინცენზიები მოიპოვონ.
ქართული შვიდეულიდან ტურნირში პირველები თუშიშვილი და გოგშელიძე ჩაერთვებიან. მათ წონებში ჩემპიონ-პრიზიორები ხვალ გამოვლინდებიან. 7 მარტს მედლები 55 და 60 კილოგრამებში გათამაშდება, 8 მარტს - 74 და 120 კილოგრამებში, ხოლო 9 მარტს - 84 კილოგრამში.