6 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის, ბაჩანა ჯინჭარაძის პერსონალური გამოფენა.
ბაჩანა ჯინაჭარაძე ორიგინალური ხელწერისა და უჩვეულო პალიტრის მხატვარია. მისი ნახატების სამი ჯგუფი - ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და მითოლოგიური - შესრულებულია შერეული ტექნიკით: ზეთით, პასტელითა და ფანქრით. ხატავს ძირითადად მუყაოზე, ზოგჯერ მინაზე, მასალად იყენებს მავთულს, ძაფს, თივას, ხეს, მატყლს, უყვარს კოლაჟი და ოსტატურად ქმნის მას. მხატვრის ერთ-ერთი საყვარელი ჟანრი პორტრეტია: ისტორიული პირები, გმირები, ცნობილი ადამიანები, პოეტები, მწერლები, მომღერლები. მისი შთაგონების წყაროა ძველი ქართული დეკორი, ფრესკები, ჩუქურთმები, ხალიჩები, სამოსი, ქართული ბუნება.
გამოფენა დაიხურება 15 მარტს.