საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის 22-ე ტური, რომელიც 4 მარტის ნაცვლად 6 მარტს უნდა ჩატარებულიყო, ისევ გადაიდო. მატჩების გადადება დასავლეთ საქართველოში მოსულმა თოვლმა განაპირობა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩები ხუთშაბათს, 8 მარტს გაიმართება.
კოლხეთი - ტორპედო
ვიტ ჯორჯია - ზესტაფონი
სპარტაკი - დილა
გაგრა - დინამო
ბაია - მერანი
მეტალურგი - სიონი