ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ამის მიზეზი "ვესტ ბრომვიჩთან" განცდილი მარცხი იყო.
"სამწუხაროდ, კლუბის შედეგები არადამაკმაყოფილიებელი იყო, ხოლო კულმინაცია "ვესტ ბროვიჩთან" მარცხი აღმოჩნდა. ჩვენი აზრით, პორტუგალიელი კლუბისთვის უკეთესი შედეგის ჩვენებას ვერ შეძლებდა,"- განაცხადა "ჩელსის" წარმომადგენელმა.
შეგახსნებთ, რომ პორტუგალიელი, ანდრე ვილაშ-ბოაში, "ჩელსიში" წლევანდელი სეზონის წინ მივიდა. მისმა დამოძღვრილმა ლონდონურმა კლუბმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში მხოლოდ 46 ქულა მოაგროვა და ლიდერებს 20 ქულით ჩამორჩება. სეზონის ბოლომდე გუნდს იტალიელი რობერტო დი მატეო გაწრთვნის.