უკრაინა-პოლონეთში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებილი ბილეთების 95 % გაყიდულია. ამის შესახებ ინფორმაცია უეფას ოფიციალური ვებგვერდზე ვრცელდება. 3 მარტს ბილეთების გაყიდვის მორიგი ეტაპი დასრულდა. როგორც ტურნირის დირექტორი, მარკიან ლუბკოვსკი აცხადებს, დარჩენილი ბილეთები 10 აპრილამდე გაიყიდება. ამასთან, ჩემპიონატზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები უეფას ოფიციალურ საიტზე შეიძინონ.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2012, რომელიც უკრაინა-პოლონეთში იმართება, სტარტს ივნისში აიღებს.