საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო. მათ თვის ბოლოს თბილისში ელიტრაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩები ელის.
ნაკრების თავკაცმა, ვასილ მაისურაძემ, გუნდი თბილისში, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრიბა. ამჯერად, მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგშიც გაემგზავრება, სადაც 13 და 15 მარტს, იქაურ თანატოლებთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, U17 საწვრთნელი შეკრების დასკვნით ეტაპზე გადავა.