"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი 240 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა. ინგლისური მედიის ცნობით, 21 წლის იტალიელის დასჯა "ქალაქელთა" თავკაცმა - რობერტო მანჩინიმ მოითხოვა.
"ბოლტონთან" ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩამდე, ბალოტელი ფოტოგრაფებმა ღამის 3 საათზე, სტრიპტიზკლუბში დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფორვარდმა ოუენ კოილის გუნდთან შეხვედრაში გოლით გამოიჩინა თავი, სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი ინგლისურ კლუბში 2010 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 49 მატჩი და 24 გოლია.