8 მარტს,19:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ნატო გელაშვილის შემოქმედებითი საღამო "თუკი სხვისი კარგით ხარობ ღმერთი არ დაგივიწყებს" გაიმართება.
ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მოხმარდება აუტიზმით დაავადებული ბავშვების მკურნალობას. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობენ: მერაბ სეფაშვილი; მაია ჯაბუა; ნეკა სებისკვერაძე; დუეტი ჯორჯია; დავით გომართელი; ეკა კვალიაშვილი; ნუკრი კაპანაძე და ნათია ფერანიძე. ანსამბლები: "ქართული ხმები"; "ალილო"; "ფორტე" და "თეატრალურის კვარტეტი".
ღონისძიება ტარდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II - ის ლოცვა კურთხევით.