7 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში საფორტეპიანო დუეტი ანი და ნია სულხანიშვილები კონცერტს გამართავენ.
კონცერტი პროფესორ ალექსანდრ იოხელესის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვება.პროგრამაშია ბრამსის, შოპენის,დებიუსის, რაველის და რახმანინოვის ნაწარმოებები.
ალექსანდრ იოხელესი მოღვაწეობდა 1912-1978წლებში. საბჭოთა პიანისტმა 1933 წელს აიღო მეორე პრიზი პირველი საკავშირო კონკურსის მუსიკოსები და შემსრულებლები.1946-1952წლებში თბილისის კონსერვატორიაში იყო პროფესორი.