კახეთში ჩუტყვავილაა გავრცელებული. ინფექციის გავრცელება ყველაზე მეტად გურჯაანის რაიონში შეინიშნება. სოფელ ჭანდარში ჩუტყვავილა 10-მდე ბავშვს აქვს.
როგორ კახეთის საინფორმაციო ცენტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის დირექტორმა შუქია გიორგელაშვილმა განუცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ჩუტყვავილა გადამდები დაავადებაა, ახასიათებს წყლულოვანი გამონაყარი და მაღალი ტემპერატურა. ამ ინფექციის საინკუბაციო პერიოდი 12-21 დღე გრძელდება. ექიმების რჩევით, ჩუტყვავილით დაავადებული ბავშვები სკოლაში არ უნდა გამოცხადდნენ.
`ჩუტყვავილა საშიში ინფექცია არ არის, ეპიდემიურ კვლევას არ საჭიროებს და არც აცრები ტარდება. ინფექციის სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ავადმყოფებმა ექიმს უნდა მიმართონ, რათა რაიმე ტიპის გართულება არ მოხდეს~, - აღნიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგმა თინა წვერიკმაზაშვილმა.
2009 წელს გურჯაანის რაიონში ჩუტყვავილის 167 შემთხვევა დაფიქსირდა