დღეს, 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელ გიორგი აფციაურის მკვლელობაში ეჭვმიტანილის საქმის განხილვა დაიწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოდან აცნობეს, დღევანდელ მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს შუამდგომლობების დაყენება შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ განსასჯელ რატი რეხვიაშვილს ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული. მას პატრულის თანამშრომლის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და ყაჩაღობა ბრალდება.
შემთხვევა უზნაძის ქუჩაძე 25 სექტემბერს მოხდა.