ლონდონის "არსენალის" ესპანელი ნახევარმცველი - მიკელ არტეტა, "ლივერპულთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა და საავადმყოფოში მოხვდა.
პირველ ტაიმში, ჯორდანო ჰენდერსონთან შეჯახებისას, 29 წლის ესპანელმა ყბაში ძლიერი დარტყმა მიიღო, თუმცა, შესვენების შემდეგ, თამაშის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა და მალევე, თავი ცუდად იგრძნო. შედეგად, არტეტა 53-ე წუთზე შეცვალეს.
მოედნის დატოვებისთანავე, უსაფრთხოების გამო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, არტეტამ მალე თავი უკეთ იგრძნო, თუმცა, რამდენიმე დღე ის ვარჯიშს ვერ მოახერხებს.
არტეტა "არსენალში" მიმდინარე სეზონის წინ "ევერტონიდან" გადავიდა და პრემიერლიგის 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა.