9 მარტს კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი ახალგაზრდა მაყურებლისთვის, "სკოლის აბონემენტის" ფარგლებში, სპექტაკლ "ლუარსაბ თათქარიძეს'' წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორია გიზო ჟორდანია.
მაყურებელი სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის ისტორიას გაეცნობა დაარსებიდან დღემდე. თეატრში არის მუზეუმი, 80-წლიანი ისტორიითა და უნიკალური კოლექციებით. მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი ყველაზე მდიდარია სცენოგრაფების ესკიზებით.
23 მარტს სპექტაკლი "მგზავრის წერილები" იქნება წარმოდგენილი. რეჟისორია დიმიტრი ხვთიასიაშვილი. სპექტაკლის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი და თეატრის ახალგაზრდა და უფროსი თაობის მსახიობები: გივი ბერიკაშვილი, ზვიად სხირტლაძე, როლანდ ოქროპირიძე, თენგიზ არჩვაძე და გია ბურჯანაძე უპასუხებენ.
შეგახსენებთ რომ, 2012 წლის 1-ლი იანვრიდან მარჯანიშვილის თეატრში მოქმედებს აბონემენტის სისტემა სკოლის მოსწავლეებისთვის.სამი თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი), ყოველ მეორე პარასკევს, მოსწავლეები ესწრებიან აბონემენტით გათვალისწინებულ სპექტაკლებს.