სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ეტაპის ბოლო, XXII ტურის მატჩები ორი დღით გადაიწევს. 4 მარტს გასამართი ტურის ყველა მატჩი, 6 მარტს გაიმართება. 5 მარტს გასამართი დუბლშემადგენლობების მატჩები კი 7 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მარტიდან, ეროვნული ჩემპიონატის მატჩები უკვე დღის 15:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ჩემპიონატი, XXII ტური:
კოლხეთი-ტორპედო
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
ბაია-მერანი
მეტალურგი-სიონი
გაგრა-დინამო
სპარტაკი-დილა