კატალონურ "ბარსელონას" სანაკრებო ამხანაგური შეხვედრებიდან, ორი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ტრავმირებული დაუბრუნდა. საუბარია ფრანგ ერიკ აბიდალსა და ესპანელ ტიაგო ალკანტარაზე, რომლებიც 3 მარტს ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.
AP-ს ინფორმაციით, გერმანიის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, 32 წლის ფრანგმა მცველმა საზარდული დაიშავა. წინასწარი ინფორმაციით, აღდგენით პროცესს 10 დღე დასჭირდება.
20 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა, ვენესუელას ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას ფეხი იტკინა. ამრიგად, შაბათს ეს ფეხბურთელები მოედანზე არ იქნებიან. დისვალიფიკაციის გამო, გუნდს ლიონელ მესიც დააკლდება.