ფიფას ოფოციალური საიტის მონაცემებით, 2011 წელს მსოფლიოს საფეხბურთო კლუბებმა მთლიანობაში 3 მილიარდი დოლარი დახარჯეს ტრანსფერებში. ამასთან, ტრანსფერების საშუალო ფასი 1,5 მილიონი დოლარია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა მოცემული.
მსოფლიოში ერთი ფეხბურთელის საშუალო ხელფასი წლიური 244000 დოლარია, ხოლო მხოლოდ ევროპული კლუბები რომ ავიღოთ, ანაზღაურება გაცილებით დიდია. ევროპის კონტინენტზე ერთი ფეხბურთელი საშუალოდ 675000 დოლარს იღებს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ხშირად ბრაზილიელ ფეხბურთელს ყიდულობენ - ტრანსფერების 13%. შემდეგ მოდიან არგენტინელები 7%. 2011 წელს გაყიდული ფეხბურთელების 75 %-ის ასაკი 27 წელს შეადგენს.