"ნაპოლის" ფორვარდმა ედისონ კავანიმ თავის საფეხბურთო პრინციპებზე ისაუბრა.
"არ მინდა რომ ლიონელ მესის დავემსგავსო. ფეხბურთს ფულის საშოვნელად არ ვთამაშობ. მინდა, რომ მომავალში მატჩებიდან კარგი მოგონებები დამრჩეს. "ნაპოლისთან" ერთად თასის მოგებაზე ვოცნებო და მინდა, რომ ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზე მქონდეს. ამაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არაფერია", - განაცხადა კავანიმ.
"ჩემი კერპი გაბრიელ ბატისტუტაა. ვარცხნილობითაც მას ვბაძავ. ჩემი აზრით, მე და ბატისტუტა მსგავსი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელები ვართ. საკუთარ თავში ბატისტუტას უფრო ვხედავ, ვიდრე ურუგვაის ნაკრების დიდ ვარსკვლავ ენცო ფრანჩესკოლის", -დაასრულა "ნაპოლის" ფორვარდმა.