ცნობილი ესპანელი სპეციალისტი, რაფაელ ბენიტესი, მზადაა, შეცვალოს "ჩელსის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში.
საუბრები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი "ჩელსის" დატოვებს, დიდი ხანია მიმდინარეობს. ამის მიზეზი კი ძალიან წარუმატებელი სეზონია. ვილაშ-ბოაშზე საუბრები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მან ფერნანდო ტორესს უმაქნისი უწოდა და მისი ტრანსფერი, შევჩენკოს წარუმატებელ ტრანსფერს შეადარა.
პორტუგალიელის შემცვლელად რაფაელ ბენიტესი მოიაზრება. ესპანელი, რომელიც მანამდე "ვალენსიაში" და "ლივერპულში" მუშაობდა, ერთი წელია უმუშევარია, მას შემდეგ რაც "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბენიტესმა განაცხადა, რომ მისთვის იდეალური სამუშაო ინგლისში იქნებოდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მოღვაწობდა.