აშშ-ის სახელმწიფო უმაღლესი ორგანოების სისტემაში ახალი სტრუქტურა იქმნება _ გუბერნატორების საბჭო. აღნიშნული საბჭოს ფორმირების შესახებ ბრძანებას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა.
თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ახალი ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიზანი ფედერალურ მთავრობასა და შტატების ხელისუფლება შორის "მომავალში პარტნიორობის გამყარებაა".
სავარაუდოდ, საბჭო ძირითადად სამოქალაქო თავდაცვის საკითხების გახოვით იქნება დაკავებული, ასევე მოახდენს ხელიუფლების კოორდინირებას მსხვილი სტიქიური უბედურებების დროს. საბჭო ასევე იმსჯელებს აშშ-ის ნაციონალური გვარდიის გამოყენებაზე, რომლი ნაწილებიც გუბერნატორების დაქვემდებარებაში იმყოფება.
აშშ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში 10 გუბერნატორი შევა. წევრების დანიშვნის უფლება პრეზიდენტს აქვს. საბჭოში თითოეული გუბერნატორის ყოფნის ვადა ორი წელი იქნება. საბჭოში ორი თანათავმჯდომარე იქნება დემოკრატიული და რეპუბლიკური პარტიიდან. მათი დანიშვნაც პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება.