გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, ხაჩიძემ გარემოს დაცვის ინსპექციის გორის ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, გორისა და მისი შემოგარენის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
აქციას ადგილობრივი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
მინისტრის განცხადებით, 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში დასუფთავების აქცია მასშტაბურ ხასიათს მიღებს, რომელიც რეგიონებში ეტაპობრივად განხორციელდება.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს - "ერთად ვიზრუნოთ გარემოს დასუფთავებაზე".