ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. პრეზიდენტის შესაბამისი წარდგინება ცესკოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ პოსტზე დასახელებული 14 კანდიდატიდან მიხეილ სააკაშვილმა არჩევანი ლევან თარხნიშვილზე, ზურაბ ხარატიშვილსა და ოთარ სიჭინავაზე გააკეთა.
"წარდგინება გადაეცემა კომისიის ოპიზიციურ წევრებს, რომლებიც ამ სამი კანდიდატიდან ცესკოს თავმჯდომარეს თავად აირჩევენ", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში.