2010 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო სამართლებრივი დაცვა იქნება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, "არც ერთი ადამიანი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, კმაყოფილი არ შეიძლება იყოს იქამდე, სანამ საქართველოდან ბოლო რუსი ჯარისკაციც არ გავა და არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაცია".
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ 2010 წლის პირველი სხდომა დღეს გორში გამართა.