2009 წლის მეოთხე კვარტალში, კლიენტების დეპოზიტებმა 203.3 მილიონი ლარი შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 47.7 მილიონი ლარით ანუ 30.7%-ით გაიზარდა, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სს "სახალხო ბანკიდან" აცნობეს.
ბანკის მონაცემებით, ფიზიკური პირების ვადიანი ანაბრები მეოთხე კვარტლის მანძილზე 8.8 მილიონი ლარით ანუ 21.4%-ით გაიზარდა და 92.1 მილიონი ლარი შეადგინა. კორპორატიული კლიენტების ვადიანი ანაბრები კი მეოთხე კვარტლის მანძილზე 77.6%-ით გაიზარდა 111.3 მილიონ ლარს გაუტოლდა.
`2009 წლის მეოთხე კვარტლის მანძილზე ბანკმა 64.2 მილიონი ლარის ოდენობის საკუთარი და ბაზარზე მოზიდული რესურსი სხვადასხვა ტიპის სესხში დააბანდა, რითაც ისარგებლა ჯამში 286,347 ადამიანმა.
პენსიონერების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, ბანკმა გადაწყვიტა 2006 წლიდან არსებული ერთი, ორი და სამთვიანი საპენსიო სესხის ვადა ხუთ თვემდე გაეზარდა და ამ მიზნისთვის საკუთარი ფულადი რესურსი არ შეეზღუდა, სხვა პირობები კი უცვლელი დაეტოვებინა. მხოლოდ დეკემბერში 117,640-მა პენსიონერმა ისარგებლა სხვადასხვა ვადიანობის განახლებული საპენსიო სესხით, რაც ბანკისთვის ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს. ბანკი კომერციული ორგანიზაციაა და მისი ძირითადი საქმიანობა საკრედიტო მიმართულებაა.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს აქვს არჩევანის თავისუფლება და თავად განსაზღვრავს მისთვის სასურველ სესხის მოცულობასა და დაფარვის ვადას. საკრედიტო აქტივობის ზრდის კვალდაკვალ მომხმარებლის მსყიდელობითუნარიანობა იზრდება, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. იანვრიდან ჩვენ სრულფასოვნად აღვადგენთ იურიდიული პირების დაკრედიტებას, ხოლო საცალო ბაზარზე მომხმარებელს შემდგომი 2-3 თვის მანძილზე რამდენიმე სიახლეს შევთავაზებთ~ - განაცხადა სს `სახალხო ბანკის~ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ.