3-4 მარტს, ბელარუსიის დედაქალაქი მინსკი 1998-1999 წლებში დაბადებულ მძლეოსნებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოდან 6 სპორტსმენი გამოვა.
ტურნირზე, სადაც მასპინძელი და ქართველი მძლეოსნების გარდა - ლიტვის, ლატვიის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები გამოვლენ, ჩვენი მძლეოსნები ძალებს 4 დისციპლინაში მოსინჯავენ და ჩემპიონობისათვის - 60 მეტრზე თარჯრბენში, სიგრძეზე ხტომაში, ბირთვის კვრაში და უროს ტყორცნაში იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ის ასაკია, რომელშიც გამოსვლა მძლეოსნებს 2015 წელს თბილისის ახალაგზრდულ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ, ამიტომ, მათი საერთაშორისო ტუნირებზე აქედანვე გამოცდა ორმაგად მნიშვნელოვანია.