უკრაინის ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ 2 000 ქართველ დამკვირვებელს არჩევნების მონიტორინგზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება უკრაინის ცესკომ გვიან ღამით მიიღო. რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს საელჩომ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2042 დამკვირვებლისგან შედგენილი სია განსახილველად 8 იანვარს მიაწოდა. თუმცა შეზღუდული დროის გამო საარჩევნო კომისიამ მხოლოდ 378 კანდიდატურის განხილვა მოასწრო.
უკრაინაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ქათამაძის განცხადებით, ქართველი დიპლომატებისთვის უკრაინის ცესკოს უარყოფითი პასუხების მიზეზი არ განუმარტავს.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს 3149 უცხოელი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. არჩევნები კი 17 იანვარს გაიმართება.
"სასურველი იყო, საქართველოდან უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყოფილიყვნენ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის დამკვირვებლები, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება", _ აცხადებს ქათამაძე.