1-ელ მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუში "ხელოვნების საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დიზაინერების, ანა ჩანგიანის და ირინა ბარბაქაძის თექის იმპროვიზებული ნამუშევრები. გამოფენა "გამოყენებითი ხელოვნების სკოლის" ბავშვებისთვის შექმნილი ზამთრის კოლექციის ჩვენებით გაიხსნება. ასევე წარმოდგენილი იქნება საგაზაფხულო კოლექცია, თექის მოსასხამები, ინტერიერის აქსესუარები (პანოები) და ა.შ..
"ხელოვნების საღამოზე" გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც I see studio-ს მიერ გადაღებულ ფოტოებში საზოგადოებისთვის ცნობილ ქალბატონებს მორგებული აქვთ ჩვენ მიერ შექმნილი მოსასხამები. ფოტოები სიუჟეტური და შინაარსობრივია და არა პოზირება. საღამოზე "გამოყენებითი ხელოვნების სკოლის" ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს", - განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დიზაინერმა ანა ჩანგიანმა.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს დათო არჩვაძე, "თბილისური კვარტეტი", კვარტეტი "თაობა". შესრულდება კომპოზიტორ ნანა მესხის სიმღერები.
შეგახსენებთ, რომ ჩანგიანის საბავშვო ხაზის ჩვენება მეოთხედ იმართება. ბოლოს საბავშვო ჩვენება მან 2011 წლის ივნისში გამართა.